„მჭირდები დე, რომ შევძლო გაგრძელება...“ - ალექსანდრე მიქელაძის დედის მორიგი მიმართვა

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი მორიგ მიმართვას და ემოციურ პოსტს ავრცელებს:

„მჭირდები დე, რომ შევძლო გაგრძელება... 

„განსაცდელის შემდეგ,

ცხოვრება თავიდან კი არ უნდა დაიწყო,

იმ ადგილიდან უნდა გააგრძელო, სადაც დაეცი და კარგად დაიმახსოვრო ის გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ მოგცა,

ზოგჯერ უსამართლოც და უკიდეგანოდ გაუგებარიც..

განვლილი გზა თავისი ისტორიებითა და გამოცდილებით მხოლოდ შენია.“ - ცირა ტურაშვილი.“ - წერს მოზარდის დედა.

ცნობისთვის, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.