“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, ორგანული კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
„ინიციატივა შემუშავდა სახალხო დამცველთან კონსულტაციის საფუძველზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.