ოსპის წვნიანი ვირუსებს უთქვენოდ გაუსწორდება - მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები

ospi

სხვადასხვა ტიპის ვირუსები ისევ აქტიურად ცირკულირებენ. ვირუსის ზოგიერთი სახეობა დაბალი სიცხით მიმდინარეობს, ზოგი, პირიქით, მაღალი ტემპერატურით. ვირუსებსა და ბაქტერიებს, დასალევი სითხეების გარდა, წვნიანები უმკლავდება. ქათმის ბულიონი კლასიკაა ამ დროს, თუმცა ბოსტნეულის სუფები საჭიროც არის ამ დროს მივიღოთ. ვიცით, რომ ნიორი ასეთ დროს, დიდი მკურნალია. მაგრამ ოსპის სუფი, ვირუსული ინფექციის დროს, პირდაპირ დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ.

შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. თავისი კვებითი თვისებებით, ამ ბოსტნეულს შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. შეიცავს A და C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც ოსპი გაითვალისწინონ რაციონში, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს.

რეცეპტები

მოხარშეთ ოსპი ერთ მოზრდილ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად. შეურიეთ ტაფაზე მოთუშული ხახვი, გინდ ტომატით, გინდათ - უტომატოდ. დაუმატეთ ორი კბილი გაჭყლეტილი ნიორი. გამორთეთ და მოაყარეთ დაჭრილი პიტნა, ქინძი, კამა და დააბლენდერეთ. ცხადია, მარილი და წიწაკა გემოვნებით. თეფშზე დასხმულ წვნიანს მოაწურეთ ლიმონი და გახუხულ პურთან ერთად მიირთვით.

ოსპი, ნიორი და ლიმონი თქვენს ვირუსს უთქვენოდ გაუსწორდება.

***

მოთუშეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. დააყარეთ გარეცხილი ოსპი, დაასხით წყალი და მოხარშეთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილთან ერთად. მოხარშულ ბოსტნეულებს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი კანგაცლილი პომიდორი. შემდეგ გაჭყლეტილი ორი კბილი ნიორი და გამორთეთ. ბოლოს - დაჭრილი ოხრახუში, კამა და მარილი. 

ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სცადოთ

უცებ მოსამზადებელი პომიდვრის სამარხვო წვნიანი

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია