1728312638
უცებ მოსამზადებელი პომიდვრის სამარხვო წვნიანი
ცხელ ზაფხულში ცივი წვნიანი ცხონებაა; მით უფრო, ბოსტნეულის და ვიტამინით გაჯერებული.
დღეს მარხვა დაიწყო. ამიტომ ბოსტნეულის კერძების დროა.
გთავაზობთ ცივად მისართმევ პომიდვრის ესპანურ სუპს, რომელიც "გასპაჩოს" სახელითაა ცნობილი. კერძი მცირე დროში, უმარტივესი მოსამზადებელია.
პურის ნაჭრებს დააჭერით ქერქი, დატეხეთ და დაასხით ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. აურიეთ;
ხუთ პომიდორს გააცალეთ კანი, გაარჩიეთ მოზრდილი ხახვიც. დაჭერით ორი კიტრი და ორი წითელი ბულგარული წიწაკა. ასევე მწვანილები - ოხრახუში და კამა.
პურისა და ბოსტნეულის მასა ერთმანეთში აურიეთ და დააბლენდერეთ. უკეთესად დასაბლენდერებლად შეიძლება დაუმატოთ ცოტა პომიდვრის წვენი ან ჭიქა წყალი.
დაბლენდერებულ მასას დაამატეთ ზეთი, მარილი და წიწაკა, მოურიეთ და შედგით მაცივარში.
სუფრაზე მიიტანეთ ცივი.
დეკორისთვის ყვითელი ან მწვანე ბულგარული წიწაკა, ფერადი ჩერი და ნახევარი კიტრი დაჭერით - მზა სუპზე ზემოდან მოსაყრელად. ბოლოს ასევე მოაყარეთ მწვანილიც. საუცხოო არომატს მატებს რეჰანი...
გემრიელია გახუხულ პურთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია