1794936548
შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს
შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
„ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის N18-ე სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად არასრულწლოვანი ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს განზრახ მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებს ედავებიან. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.









