1794936548
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
არსებული ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, მოკლულია 80 წლამდე კაცი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე.
სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.









