1728312638
შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი საავტორო პასკის რეცეპტს აზიარებს
შეფ გურამ ბაღდოშვილი საზოგადოებას თავისი საავტორო ხაჭოს პასკის რეცეპტს უზიარებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
მისი თქმით, პასკის და გასტრონომიის ყველაზე დიდი საიდუმლო არის პატარა ხრიკები, რაც ქმნის განსხვავებას.
„პირველი ნაბიჯი - კარაქი უნდა გავათეთროთ აუცილებლად, ავთქვიფოთ ხაჭო და არაჟანი ერთგვაროვანი მასა მივცეთ, დაბალ როტაციაზე, დაახლოებით შვიდი წუთი, ტექსტურა უნდა იყოს კრემისებური.
ორთქლზე მოვხარშავ კვერცხის გულს, ხშირად რეცეპტში შემხვედრია უმი კვერცხის ათქვეფა ხაჭოში, რაც მე არასწორად მიაჩნია“, - ამბობს შეფი გურამ ბაღდოშვილი.
რეცეპტის სრულად სანახავად იხილეთ ვიდეო:
ერთი პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები:
ხაჭო 0,400გრ
არაჟანი 0,035 გრ
კარაქი 0,08 გრ
შაქარი 0,054
ვანილი 0,002 გრ
ალკოჰოლი 0,006 გრ
დარიჩინი 0,001 გრ
ლიმონის ცედრა 0,037გრ
ფორთოხალი 0,01 გრ
ნაღები 0,080 გრ
კვერცხი 1,5 ცალი
საზამთროს მურაბა 0,03 გრ
კაკლის მურაბა 0,03
გრ
კომშის მურაბა 0,01 გრ
გარგრის ჩირი 0,02 გრ
კარალიოკის ჩირი 0,02 გრ
შავი ქლიავი ჩირი 0,02 გრ
ნიგოზი 0,02 გრ
ცუკატი 0,006 გრ
ქიშმიში 0,02 გრ