მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

მიხეილ ყაველაშვილი გამართულ მატჩს შვილებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 92 -78 დაამარცხა.

მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.

✕