გაიგეთ რომელია თქვენი ძილის ქრონომატიპი

ძილი

ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, თუმცა ბევრ ადამიანს უჭირს სწორი ძილის რეჟიმის დაცვა. ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ბუნებრივი ძილის რიტმი, ანუ ჩვენი ძილის ქრონომატიპი.

ძილის ქრონომატიპი განსაზღვრავს, როდის გრძნობთ თავს ყველაზე ენერგიულად და როდის გჭირდებათ დასვენება. არსებობს ოთხი ძირითადი ტიპი: ლომი, მგელი, დათვი და დელფინი.

  • ლომი-ადამიანები დილით ყველაზე პროდუქტიულები არიან, ადრეულად იღვიძებენ და საღამოს ადრეულად იძინებენ.
  • მგელი-საღამოს აქტიურდებიან და ღამით უფრო ენერგიულები არიან, დილით კი უჭირთ ადგომა.
  • დათვი-ადამიანები უფრო სტაბილურად იღვიძებენ და ადაპტირებული  არიან დილა-საღამოს ერთნაირ ტემპზე.
  • დელფინი-მათ ხშირას უჭირთ ღრმა ძილის მიღება და იშვიათად იცავენ ძილის დროის თანმიმდევრულ განრიგს.

იმისთვის რომ უკეთესად იგრძნოთ თავი  და მეტი ენერგია გქონდეს დღის განმავლობაში, აუცილებელია თქვენი ძილის რეჟიმი თქვენი ბუნებრივი ქრონომატიპის მიხედვით მოაწესრიგოთ. სწორად მორგებული ძილის რეჟიმი არა მხოლოდ ძილის ხარისხს გააუმჯობესებს, არამედ თქვენი ყოველდღიური ენერგია და ზოგადი ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება.