„20 სმ იქნებოდა, ამოყვანის დროს არ დამთავრდა...“ - ქალს, რომელიც წლების განმავლობაში სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუღეს

ჭია თავში

მხედველობის გართულება, მეტყველების შეფერხება, ძლიერი ტკივილები და გულყრა - ეს სიმპტომები მეზობელ ქვეყანაში ექიმებმა, თავის ტვინის სიმსივნეს დააბრალეს და ონკოლოგიური მკურნალობაც დაუნიშნეს. ქირურგიულ ჩარევაზე უარი სხვა ქვეყანაში არაერთხელ თქვა. საბოლოოდ, ოპერაციაზე საქართველოში, ახალგაზრდა ექიმმა დაითანხმა და, სიმსივნური წარმონაქმნის ნაცვლად, თავის ტვინიდან ამოუღო ნაწლავური პარაზიტი - ღორის სოლიტერი.

ამის დაჯერება არა მხოლოდ პაციენტს, თავად ქირურგსაც გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში კოლეგების მიერ დასმულ დიაგნოზში ეჭვი თავიდანვე შეეპარა, ჭიას ტვინში არც ახალგაზრდა ექიმი ელოდა.

ოპერაცია "წმინდა მიქაელის კლინიკაში" 3 საათს გაგრძელდა.

ეს უპრეცედენტო შემთხვევა აღმოჩნდა, აქამდე თავის ტვინში ლენტისებური ჭია არასდროს, არსად დაფიქსირებულა.

ამ დაუჯერებელი ამბის ანტიგმირი ღორის სოლიტერია - გმირი კი 34 წლის ნეიროქირურგი სოხუმიდან - ექიმების ოჯახიდან არის.

ამ მცირე დროში, მან უკვე აალაპარაკა მთელი ქვეყანა, მაგრამ თავად ამ შემთხვევას გამართლებას უწოდებს.

ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაციების რიცხვს, მისი შემთხვევაც შეემატა.

ამიერიდან თავის ტვინში აღმოჩენილი ღორის სოლიტერის ერთადერთ შემთხვევას ექიმები სწორედ საქართველოს მაგალითზე შეისწავლიან.

ვრცლად ↓