დადეთ ბალიში ამ ადგილას და შედეგი გაგაკვირვებთ - როგორ გააუმჯობესოთ ძილი

სწორი ბალიში

ძილის დროს ბალიში უნდა დაიდოთ არა მარტო თავის ქვეშ, არამედ ფეხებშიც. რელაქსაციის ეს მეთოდი მართლაც სასარგებლოა.

რატომ უნდა მოათავსოთ ბალიში ფეხებს შორის?

თუ ბალიშს ფეხების შუაში მოათავსებთ, ეს საკმაოდ კომფორტული იქნება, რადგან მცირდება წნევა და კუნთების დაძაბულობა სხეულში. შედეგად მთელი ღამე კარგად დაიძინებთ და არ გაგეღვიძებათ ძილის პროცესში.
თუ ზურგი გტკივათ

ზურგით ძილი იწვევს დისკომფორტს, ადამიანი ტრიალებს და ვერ ისვენებს. მუხლებს შორის ბალიშის მოთავსებით ზურგისთვის უფრო ნეიტრალურ პოზიციას ვქმნით.
 
ფეხების და მენჯის უკეთესი პოზიცია

როდესაც გვძინავს გვერდზე, ერთი ფეხი მეორესთან შეტყუპებულია, ხერხემალი იკუმშება. ფეხებს შორის ბალიშით ძილი უზრუნველყოფს თქვენი ფეხებისა და მენჯის გასწორებას. შედეგად თქვენ გაიღვიძებთ სხეულის ტკივილის გარეშე.

არანაირი "სისხლის სტაგნაცია"

ფეხებს შორის ბალიშის მოთავსება ხელს უწყობს სისხლის სწორ მიკროცირკულაციას. და ეს არის ვენური სტაგნაციის, ვარიკოზული ვენების და სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენცია. ეს ასევე ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას და საჯდომის ნევრალგიას.