აღმართზე სიარული თუ სირბილი - რომელი წვავს მეტ კალორიას

სირბილი

იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი სხეული, არ დაკარგოთ კუნთების მასა და შეინარჩუნოთ სხეული კარგ ფორმაში, არ გჭირდებათ სპორტდარბაზში შრომა. არსებობს ორი ეფექტური კარდიოვარჯიში, რომელიც მოგცემთ სასურველ დატვირთვას სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე.

ეს არის ინტერვალით სირბილი და აღმართზე სიარული. თუმცა ამ ორს შორისაც არის განსხვავებები:

ცნობილი Pilates-ის ინსტრუქტორის თქმით, რომელიც ავარჯიშებს დასავლურ ცნობილ სახეებს, ამ კონტექსტში სირბილი უფრო ლოგიკურია. იმის მიუხედავად, რომ აღმართზე სიარული დატვირთვის თვალსაზრისით შეიძლება უფრო რთული ჩანდეს, ინტერვალით სირბილი სხეულისგან მეტ რესურსს მოითხოვს. თუმცა, დამწვარი კალორიების ზუსტი რაოდენობა მაინც პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე იქნება დამოკიდებული.

„დამწვარი კალორიების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა სხეულის წონა, ტემპი და ინტენსივობა“, - ამბობს სპეციალისტი.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვარჯიშობს სპორტსმენი. გასათვალისწინებელია ვარჯიშის ხანგრძლივობა, სირბილი/სიარული სიჩქარე, რელიეფი, რომელზეც ადამიანი ვარჯიშობს და ა.შ.

„თუ დიდ მთის მორბენალებს უყურებთ, მათი აღმართზე სიარული სულაც არ არის მარტივი და ძლიერი ძალისხმევა სჭირებათ“,- ამბობს სპეციალისტი.

ამის მიუხედავად, დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში, სირბილი უფრო მეტ კალორიას წვავს.

ასევე ნახეთ:

დღეს ილია მეორეს დაბადების დღეა - პატრიარქი 91 წლის გახდა

ფილმის "მარტო სახლში" გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა - როგორ შეიცვალნენ მაყურებლის საყვარელი მსახიობები