ზურაბ ქადაგიძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვატყობ, 27 ოქტომბრის მერე, ზოგიერთ დიპლომატს შარვალზე 41 ნომერი ფეხის ზომა ეხატება

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰარჩინსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. საუბარია ამ უკანასკნელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თუ საქართველოში არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად, იძულებულები გახდებიან ბელორუსის არჩევნების შემდეგ გაკეთებული შეფასებები საქართველოშიც გაიმეორონ და არ აღიარონ არცევნების შედეგები.

„თუ არა! პირდაპირ უნდა გვითხრათ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ მოიგებს არჩევნებს და არ ვაღიარებთო!

ვისაც ამ განცხადების მერე, თავმოყვარეობამ ოდნავადაც არ შეგაწუხათ და თავი, მაინც თავისუფალ პიროვნებად მიგაჩნიათ, გილოცავთ, თქვენი ამაღლდით უმაღლეს საფეხურზე, სადაც მანქურთთა თანა, ბედნიერად იცხოვრებთ!

ვატყობ, 27 ოქტომბრის მერე, ზოგიერთ დიპლომატს შარვალზე 41 ნომერი ფეხის ზომა რომ ეხატება!“ - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.