ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩემი დისერტაცია იოანე პავლე მეორეზე, მის ბრძოლაზეა, არ შეგეშინდეთ, მე საბჭოთა ტანკების წინ ვიდექი, გარდამტეხი მომენტია, ან ხდები ბელარუსი, ან ხდები ლიეტუვა

ჟიგიმანტას პავილიონისი

მეგობრებს აგენტებს ან მტრებს არ ეძახიან. თქვენ ვერ იპოვით კანონს ევროკვშირსა და ნატო-ში, რომელიც მიმართულია მოკავშირეების, ოჯახის წევრების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

„ჩვენ ვიზიარებთ ინტეგრაციას, ჩვენ ვქმნით მრავალფეროვნებას, ჩვენ ვიწვევთ გერმანულ, ამერიკულ, სკანდინავიურ ფონდებს და არასამთავრობოებს. ჩვენ გვიყვარს ისინი, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც საბჭოთა კავშირმა მოგვპარა – ჩვენი დმეოკრატიის ხარისხი და ამის შექმნა შეუძლებელია ფორმალური პროცედურებით, ამას სამოქალაქო საზოგადოება ქმნის“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისივე თქმით, „თუ კლავ სამოქალაქო საზოგადოებას, უბრუნდები საბჭოთა რეჟიმს“.

„ეს არის რუსული, ეს არის ის, როგორც იწყებდა პუტინი მოსკოვის „გასუფთავებას“ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც შემდეგ გადმოვიდნენ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. შემდეგ პროცესი ცენტრალურ აზიაში დაიწყო. ეს არის პუტინის ინფექცია, ეს არის პუტინის მეთოდი, გაგასუფთაოდ ლიბერალური დემოკრატიისგან. ეს არის ნათელი, თქვენ უნდა დაინახოთ ეს სურათი“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამასთან, ჟიგიმანტას პავილიონისს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, მისი საქართველოში ჩამოსვლა კეზერაშვილმა დააფინანსა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხად ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა: „მე 19-ის ვიყავი, როცა ჩვენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ავჯანყდით, მაშინდელი რეალობა დაფუძნებული იყო ტყუილებზე, ძალიან პუტინურია, პუტინი აშენებს იმპერიას ტყუილებზე. საქართველოში ჩემზე ასეთი თავდასხმა ერთხელ არ მომხდარა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვართ წარმოდგენილი სხვადახვა რეგიონიდან, სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, რადგან მაიკლი და სხვა კოლეგები ამბობენ, რომ პოლიტიკოსების და ზოგადად პოლიტიკაში ღირსება ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭოთა ციხეებში ვერ ხვდებიან, ეს ციხის მენტალიტეტია, ცდილობ ადამიანური ღირსების შელახვას. ჩემი დისერტაცია იოანე პავლე მეორეზე, მის ბრძოლაზეა, საბოლოოდ როგორ დაამარცხა მან საბჭოთა იმპერია. მათ ინვესტიცია დააბანდეს ადამიანურ ღირსებაში. არ შეგეშინდეთ, მე საბჭოთა ტანკების წინ ვიდექი, მათ მოკლეს ჩემი მეგობრები, მე არ მეშინია ამის და თქვენც არ უნდა გეშინოდეთ. ეს მომენტია, ეს გარდამტეხი მომენტია. ან ხდები ბელარუსი ან ხდები ლიეტუვა. ასე რომ, თქვენ ახლა ირჩევთ თქვენს მომავალს ან მიდიხართ ქართულ კოშმარში“.