ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს - რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ძუძუს კიბო

ავთვისებიანი სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი — შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ. 

სტატიაში სწორედ იმ სიმპტომებს გაგაცნობთ, რომლებიც, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს.

ცვლილებები კანზე

შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.

შემაწუხებელი ხველა

თუ არ ეწევით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ შემაწუხებელი ხველა კიბოს ნიშანი იყოს. ჩვეულებრივ, ეს გამოწვეულია ასთმით, ინფექციით , ან სხვა დაავადებით. მაგრამ თუ თქვენი ხველა არ ქრება, ან სისხლს აყოლებთ ნახველს - განსაკუთრებით, თუ მწეველი ხართ - მიმართეთ ექიმს.

შებერილობა

შებერილობის შეგრძნება შესაძლოა იყოს დიეტის, ან თუნდაც სტრესის გამო. მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში ის არ ქრება და, ასევე, გაქვთ დაღლილობა, წონის დაკლება ან ზურგის ტკივილი, გაიარეთ შემოწმება. ქალებში მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ნიშანი იყოს.

ყლაპვის პრობლემა

გაციებამ, ან ზოგიერთმა წამალმა  შეიძლება, გაართულოს ყლაპვა. თუ დროთა განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. ყლაპვის პრობლემა ასევე შეიძლება იყოს კიბოს ნიშანი. ამიტომ , მიმართეთ ექიმს.

ცვლილებები ძუძუში

ძუძუში ცვლილებების უმეტესობა კიბო არ არის. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს მათ შესახებ და შეამოწმოთ. აცნობეთ ექიმს ძუძუს ნებისმიერი ცვლილებების, - გამონადენის, სიწითლის, შესიების, ან ტკივილის შესახებ. ექიმის ჩაატარებს გამოკვლევას. შეიძლება, შემოგვთავაზონ მამოგრაფია, MRI ან ბიოფსია.

Წონის დაკლება

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, დაიკლოთ, როდესაც შეცვლით კვებას ან ივარჯიშებთ. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, თუ გაქვთ სხვა პრობლემები, როგორიცაა სტრესი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. მაგრამ არ არის ნორმალური 10 კილოგრამის ან მეტის დაკლება ზედმეტი მონდომების გარეშე. არსებობს შანსი, რომ ეს იყოს პანკრეასის, კუჭის, საყლაპავის, ფილტვის, ან სხვა ტიპის კიბოს პირველი ნიშანი.

ლიმფური კვანძების შესივება

თქვენ გაქვთ პატარა, ლობიოს ფორმის ჯირკვლები კისერზე, მკლავებში და სხეულის სხვა ადგილებში. როდესაც ისინი შეშუპებულია, ეს ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ ებრძვით ინფექციას, როგორიცაა გაციება ან ყელის სტრეპტოკოკი. ზოგიერთმა კიბომ, როგორიცაა ლიმფომა და ლეიკემია, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ამ სახის შეშუპება. დაელაპარაკეთ ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი.

სისხლი განავალში/ შარდში

თუ განავალში სისხლს დაინახავთ, კარგი იდეაა, მიმართოთ ექიმს. სისხლიანი განავალი, სავარაუდოდ, ვენების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს, რომელსაც ბუასილი ეწოდება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ეს იყოს მსხვილი ნაწლავის კიბო. შარდში სისხლი კი შეიძლება, იყოს ისეთი პრობლემა, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს თირკმლის, ან შარდის ბუშტის კიბო. ამიტომ მიმართეთ ექიმს.

სათესლე ჯირკვლების ცვლილებები

თუ სათესლე ჯირკვალში სიმსივნე, ან შეშუპება შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. უმტკივნეულო სიმსივნე სათესლე ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ნიშანია. შესაძლოა , ეს კიბო არ იყოს და სხვა პრობლემა გაწუხებდეთ, მაგრამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

არამენსტრუალური ვაგინალური სისხლდენა

სისხლდენა შეიძლება, გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა, მაგალითად, მიომამ ან თუნდაც ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთმა სახეობამ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სისხლდენა, სისხლიანი გამონადენი სექსის შემდეგ, ან პერიოდულად. უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, ან საშვილოსნოს კიბო.

ცხელება

სიცხე, როგორც წესი, ცუდი არ არის. ზოგჯერ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თქვენი სხეული ებრძვის ინფექციას. ეს ასევე შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. მაგრამ თუ ის არ გაქრება და არ აქვს აშკარა მიზეზი, შეიძლება, იყოს სისხლის კიბოს ნიშანი, როგორიცაა ლეიკემია, ან ლიმფომა.

პრობლემები პირის ღრუში

პირის ღრუში ცვლილებების უმეტესობა არ არის სერიოზული. მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ თეთრი, ან წითელი ლაქები ან წყლულები პირში, რომლებიც არ ქრება რამდენიმე კვირის შემდეგ,  განსაკუთრებით, თუ ეწევით, მიმართეთ ექიმს. ეს, შეიძლება, იყოს პირის ღრუს კიბოს ნიშანი.