გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 28 ნოემბერს, დღის 15:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 28 ნოემბერს, დღის 15:00 საათიდან 29 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ნავთლუღის მე-2, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომისა და მიმდებარე დასახლებებს; იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას, ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს, ალადასტურის და კვირიკაშვილის ქუჩებს; სოფლებს: გამარჯვება, გაჩიანი, აგთაკლია, ყარათაკლია, ყარაჯალარი და ფოლადაანთკარი;
კრწანისის რაიონში: გიგანტის და ზოოვეტის დასახლებას; ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფლებს: ჭალა, თელეთი და ფონიჭალა, ვაგზლის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.