ყველამ ვიცით, როგორ ათრია თმით სააკაშვილი უკრაინის სპეცრაზმმა, როცა საქართველოში აკავებდნენ ბოლო ჭიქაც კი დაალევინეს - ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველოში  მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა. 

"სააკაშვილი ყველამ კარგად ვიცით, როგორ ათრია თმებით უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა. ამასთან დაკავშირებით თუ აქვთ კითხვები, თორემ საქართველოში რაიმე სახის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია. ამოვიღოთ კადრები წარსულში უკრაინაში რომ დააკავეს და ის კადრებიც,  როდესაც საქართველოში დააკავეს. ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, როდესაც აკავებდნენ,  როგორც ჩანს ხინკალი აღარ ჰქონდათ," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.