„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვის, რა თქმა უნდა, ნაკლები, რადგან იქ იმდენი რესურსი არ აქვს, აქ არის ოპოზიციის ბელადი და იქ არ არის ოპოზიციის ბელადი, მაგრამ მაინც მათთვისაც არის თავის ტკივილი. აქედან გამომდინარე, არანაირი ინტერესიც კი არ ჩანს უკრაინის მხარეს, რომ მათ გვთხოვონ ჩვენ სააკაშვილის გადაცემა“, - ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მოგებული თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ გავიმყარეთ ლეგიტიმაცია, რომელიც ისედაც გვქონდა, მაგრამ ვაჩვენეთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს მხარეს არის ხალხის მანდატი და ხალხის მხარდაჭერა. ოპოზიცია არის პარლამენტში, თუმცა რომც არ იყოს, ამას აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა, ოპოზიცია გახდა იძულებული, შემოსულიყო პარლამენტში და ჩვენ გადავლახეთ ვირტუალური 43%-იანი ბარიერი. ამასთან, სააკაშვილი, რომელიც მუდმივად ჯერ იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ხელისუფლების სათავეში და მერე 9 წლის განმავლობაში, როდესაც კიევიდან ლიდერობდა ოპოზიციას, იყო მუდმივი წყარო პოლარიზაციის და დესტრუქციის, არის ციხეში - დამშვიდდა ქვეყანა.
დღეს პოლიტიკური ვითარება არის ბევრად უფრო მშვიდი და ნაკლებად დაძაბული, ვიდრე იყო თუნდაც ამ რამდენიმე თვის წინ და თუნდაც ერთი წლის წინ. ამ სიმშვიდის მიზეზი არის რამდენიმე და მათ შორის, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სააკაშვილი არის ციხეში და მას რესურსი, ბუნებრივია, აკლდება, სხვადასხვა რესურსზე არის საუბარი, რადგან ის, მათ შორის, იყო „შავი ფულის“ წყარო. სააკაშვილის პატიმრობა ხელს უწყობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას.
ფაქტი არის ერთი, ის შემოვიდა საქართველოში იმ გათვლით, რომ დახვდებოდა მორღვეული სტრუქტურები და ამის გამო ვერ მოხდებოდა მის მიმართ კანონის აღსრულება, მისი დაკავება, თუმცა წააწყდა პრინციპულად განსხვავებულ სინამდვილეს, როდესაც სამართალდამცველი სტრუქტურები დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე, აღასრულეს კანონი და სააკაშვილი მოხვდა იქ, სადაც უნდა მომხვდარიყო. მან ეტყობა დაიჯერა ის, რაზეც საუბრობდა მთელი წლების განმავლობაში, რომ თითქოს ხელისუფლება იყო რაღაცნაირად ჩამოშლილი, თუმცა დახვდა განსხვავებული ხელისუფლება, მტკიცე ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო კანონის აღსრულება, მათ შორის, არაჟნებთან ერთად შემოპარული ექს- პრეზიდენტის დაკავება და მის მიმართ კანონის აღსრულება. რაც შეეხება იმას კარგია თუ ცუდია სააკაშვილის ციხეში ყოფნა - კარგია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.