შეუძლებელია წარმატებული იყოს ის პარტია, რომლის ბელადიც არის სააკაშვილი - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

„შეუძლებელია წარმატებული იყოს ის პარტია, რომლის ბელადიც არის სააკაშვილი",- ამის შესახებ მმართველ გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

"შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში განსხვავებული მრწამსის, მორალის, სტანდარტის, ღირებულების პოლიტიკოსები რომ შეიკრიბნნ, ეხომ იცოდა საზოგადოებამ, რომ ისინი საქმის გამკეთებლები არ არიან?

ისინი მსჯელობდნენ, ვინ ჩაწერილიყო გამსვლელ ადგილებზე. რომ ვერ მოხვდა, ნაწილმა ეგრევე ეს ერთობა, ერთმა მეორეს დაუწყო გინება, მეორემ - მესამეს და ახლა მიდგნენ მელიას. მელიამაც რა ქნას? რაც შეეძლო ქნა და იმის ზემოთ ვერ ახტება. არც იმის ვაჟკაცობა აქვს, რომ წავიდეს“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.