„ვივამედის“ ექიმების და ექთნების კმაყოფილი ვარ, ნამდვილად ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ“ - გიული ალასანია

გიული ალასანია

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მედპერსონალს ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

"მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს, ძალიან კარგი იყო მისი გუშინდელი ჩართვა. საერთოდ "ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, ვინც უშუალოდ ყოველ დღე მასთან არიან. ნამდვილად, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.

ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მას პერსონალის მიმართ და პერსონალს მის მიმართ. ამის მოწმე მე ვარ და გარდა ამისა, ვიცი მისი აზრი. ასე რომ, სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია," - განაცხადა ალასანიამ.