პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაღებული კადრები, რომელშიც ასახულია, რეალურად, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. კადრების გავრცელების შემდეგ, საზოგადოების ერთ ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაყვანის მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იგონებს, ხოლო მეორე ნაწილი, აღნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სათანადოდ არ მკურნალობენ და ციხეში კლავენ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები სააკაშვილის ფანტაზიის ნაწილია.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ სააკაშვილი არ არის სიკვდილის პირას. აღმოჩნდა, რომ ის დადის, ზის, ეწევა, ჭამს, ჩხუბობს და სტუმრებსაც იღებს კიდეც. ყველამ დავინახეთ ლეგენდა, თითქოს, რომ ის ნაწამებია, სრული ფარსია. სააკაშვილი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული არასდროს არ ყოფილა, ეს ადამიანი არასდროს ყოფილა დალაგებული, სიხარულსა და აგრესიას ყოველთვის არაადეკვატურად გამოხატავდა. მას მსახიობური თამაშის უნარიც კი არა აქვს“,- განაცხადა ახვლედიანმა.
დასთანხმდება თუ არა "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას? - როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მმართველი პარტია ამ ნაბიჯზე ამჟამად არ წავა.
„ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი არასდროს ყოფილა და საერთოდ, მთელი მისი საქართველოში ვოიაჟი არის დიდი გაუგებრობა. „ქართული ოცნება“ მის საზღვარგარეთ გადაყვანას არ დასთანხმდება, თუ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა არ შეიქმნება. მმართველი პარტია არ დაუშვებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ციხეში დასრულდეს, რადგან ეს ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ დააზარალებს. რა ხდება ამ დროს ოპოზიციაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა არა სააკაშვილისთვის, არამედ სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის, ამით კი ყველაფერი ნათქვამია“,- განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, კადრები, რომლებშიც ჩანს კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რამდენიმე დღის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.