გიორგი ოკმელაშვილი ციხის პირობებზე: სტაფილოს ნამცხვარი იყო იდეალური… არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით

გიორგი ოკმელაშვილი

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული გიორგი ოკმელაშვილი ციხეში არსებულ პირობებზე “რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობს. ყოფილი მსჯავრდებული კმაყოფილებას არ მალავს პენიტენციურ დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„სხვათა შორის, არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით. მაგალითად, სტაფილოს ნამცხვარი. ჩაისთან იყო იდეალური. ძალიან ტკბილიც არ ყოფილა… დილით ფაფებიც ძაან ნორმალური იყო“, - ამბობს ყოფილი მსჯავრდებული.
ოკმელაშვილი იხსენებს, რომ არსებობდა პრობლემა თევზის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გამოსწორდა.

მისივე თქმით, ციხის მენიუში შედიოდა სხვადასხვა კერძი, როგორებიცაა ფაფა, წიწიბურა და რძის ნაწარმი. „ციხეში კვება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო“, — ამბობს გიორგი ოკმელაშვილი.

✕