საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა გიული ალასანიას მიმართვა, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს:
„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“,- ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში.