დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
,,განსაკუთრებულ სისასტიკესთან და რეჟიმთან გვქონდა საქმე და დღეს ეს თავხედები, როგორ ბედავენ, როგორ იღებენ ხმას და რეჟიმს ეძახიან ამ მთავრობას, ამისთანა ლოიალურს... რომ აპატიეს ბევრი რამ, იმიტომ ბედავენ ამდენს", - ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე" ,,ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.
,,ეს სააკაშვილი კიდევ, საუკეთესო პირობებში რომ არის და საავადმყოფოებში დააბრძანებენ აქეთ იქით, რომელ საავადმყოფოში წაიყვანეს უამრავი პატიმარი, წამებით რომ მოკლეს, სერგო თეთრაძიდან დაწყებული... კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი და სისასტიკე და მე მინდა მათ ვუთხრა, დაწყნარდნენ და დაგვასვენონ და ქვეყანას მისცენ საშუალება განვითარების და წინ წასვლის. მართლა ისე ნუ იზამენ, რომ მთელი საქართველო გარეთ გამოვიდეთ და მათი დასჯა მოვითხოვოთ.
ქვეყნის მტრები არიან, მათნაირი მტერი ქვეყანას არ ეყოლება და არც ჰყოლია, ეგენი რომ არიან", - განაცხადა ია მეტრეველმა გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".