„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში შერიგების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს შერიგების პროცესში პასუხისმგებელი იყოს. აღნიშნულ ფაქტს 2004 წელს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა - ია მეტრეველი გამოეხმაურა.
„ეს აბსურდია. შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი. რამდენი ბიჭი გაჟლიტა ქუჩაში. მიზანმიმართულად ხოცავდა. უპირველეს ყოვლისა, ჩემს უბედურებას სააკაშვილის ვაბრალებ. მან პირდაპირ გასცა ბრძანება, პოლიციას ყველაფრის უფლება მისცა. ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე ესროლეთ და მოკალითო. ამას მე ხომ არ ვიგონებ? ჩანაწერებია.
დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს...
შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.