1738524286
VIDEO: ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ივანიშვილს და არ დამვიწყებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ქველმოქმედება არ იყო უანგარო - ნინო ბურჯანაძე
,,ძალიან ბევრი კარგი რამ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს და არ დამვიწყებია ის, რაც მან გააკეთა. გნებავთ რუსთაველის თეატრი, სამების ტაძარი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯარზე დახმარება, ეს იყო ქველმოქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ქველმოქმედება არ იყო აბსოლუტურად უანგარო, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
,,აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად იქნა ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოყენებული. როდესაც მდიდარი ადამიანი ეხმარება, ჯარს, თეატრს, ეკლესიას, ეს არის ქველმოქმედება, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი თავის რესურსებს იყენებს, სასამართლოს, პოლიციის, პროკურატურის, სუსის სამართავად, ეს უკვე სხვაა. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, მაშინ არავინ ეკითხებოდა ბიძინა ივანიშვილს არც ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არ იყო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".