1738523950
ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.