რუსთავში მანქანა ახალგაზრდას დაეჯახა

ავარია

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.