ქუთაისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ცეცხლი

ქუთაისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას „info imereti“ ავრცელებს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო მობილიზებული.

ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

პერიმეტრი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.