არ ვარგა ფულის გასესხება... - ხათუნა ნოელის 3 თებერვლის ჰოროსკოპი

ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სამი თებერვლის ჰოროსკოპს აქვეყნებს.

„3 თებერვალი, ორშაბათი. მთვარე კვლავ მზარდია, მთვარის მე-6 დღე 10:41 საათიდან. დღის სიმბოლოა ღრუბლები.კარგი ნიშანია მელოდიური ზარი და თეთრი ღრუბლები ცაში, მაგრამ სრულიად მოწმენდილი ცა ან მთლიანად ღრუბლებით დაფარული, ნიშნავს ჰარმონიის ნაკლებობას. სიზმრები შეიძლება ახდეს, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ შესახებ არავის ეტყვით. როგორც ამბობენ, "ოცნება ახდა". ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით ამ დღეს, შეიძლება ჩაითვალოს წინასწარმეტყველებად ან მითითებად, გამოცხადებად უმაღლესი ძალებისგან. მე-6 მთვარის დღეს ინტუიცია საგრძნობლად აძლიერებს, შესაძლოა თქვენი ურთიერთობის ნამდვილი მნიშვნელობა გაირკვეს. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ ვარგა ფულის გასესხება.

14:20 დან მომდევნო დღის 07:33ის ჩათვლით მთვარე უკურსოა, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერი ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას.ეცადეთ ეს დღე დაუთმოთ რუტინულ საკითხებს, გააგრძელოთ და დაასრულოთ უკვე დაწყებული საქმეები, დაისვენოთ, იკითხოთ, უსმინოთ მშვიდ მუსიკას,  უყუროთ ფილმებს და ასე შემდეგ. 

მთვარის ნიშანი: გუშინდელივით ჯერ ისევ ვერძი .

ასტრო მოვლენა:  მერკურისა და იუპიტერის ტრინი. საერთო ფონის გათვალისწინებით მხოლოდ უკვე დაწყებული მოლაპარაკებების,  დოკუმენტების გაფორმებისათვის და  ძველ ნაცნობებთან კომუნიკაციიისათვის გამოდგება.

მთელი დღის განმავლობაში- მთვარისა და მარსის კვადრატი- ესეც ადასტურებს რომ დღე აგრესიული და დამღლელი შეიძლება იყოს,  წამოწყებულმა საქმეებმა კი ფუჭად ჩაიაროს.

შოპინგი: არასახარბიელო დღეა შენაძენებისათვის. საქონელი აღმოჩნდება დეფექტური, გაუმართავი ან არ მუშაობს, ტანსაცმელი არ გერგებათ.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით- ისინი, ვინც ამ დღეს ავადდებიან, ყველაზე ხშირად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ეს დღე შეგიძლიათ დაუთმოთ როგორც კანის, ასევე მთელი სხეულის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს. კარგია პროცედურების ჩატარება ზედა სასუნთქ გზებზე. არ ჩაიტაროთ პროცედურები ზურგზე, თავზე, კბილებზე.“ - წერს ასტროლოგი.