ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
შედეგებით უნდა ვისაუბროთ და არა იმით, რომ რაღაც, ვიღაც, სადღაც დაიწყო, ნიუსის შექმნას ცდილობენ, ერთმა დოკუმენტი დააინიცირა, მეორე შეუერთდა, მესამემ უკან გაიწვია, მეოთხე ისევ შეუერთდა, მეხუთემ ფურცელი ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანა, ეს ყველაფერი არასერიოზულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასერიოზულობამდეა მისული, მათ შორის კონგრესის წარმომადგენლების ქმედებებიც.
„შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, ეს აქტი სინათლეს საერთოდ თუ ნახავს და არა იმ ნაბიჯებზე, რაც დღის წესრიგის შექმნის გამო შეეცადონ, რომ საქართველოში შექმნან. ჯერ ერთმა პალატამ დაამტკიცოს, შემდეგ მეორემ, შემდეგ ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს. უამრავი ნაბიჯია გასავლელი და მინიმალური შანსია, რომ ამ აქტმა რაიმე სინათლე იხილოს“, – განაცხადა მახაშვილმა.