1742283259
ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში - მიხეილ სააკაშვილი

ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში, 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, „ეს არის ახალი ნორმა, რომელიც რუსთავის ციხემ დააწესა“.
„მინდა შეგახსენოთ, რომ გორის კლინიკაში, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი მოხსნეს და ჩემი მკურნალი ექიმი დააქვეითეს, იმისათვის, რომ მეორედ აღარ გამოწერა ფორმა 100. მინდა შეგახსენოთ, რომ ქალბატონი თამარ აბაშიძის მეუღლე, რომელიც ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში, სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა მუშაობდა, თამარ აბაშიძის ობიექტური დასკვნის შემდეგ მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ექიმმა თქვა სიმართლე.
ამ პირობებში ჩემთან არ უშვებენ პირად ექიმს, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ პირადი ექიმი დააფიქსირებს ყოველდღიურ გაუარესებას, რაც სამწუხაროდ, ხდება და დღეს გავიგე რამდენიმე ახალი ამბავი. პირველი - საკანში ორჯერ დავკარგე გონება, რაც იქ გადამიყვანეს. როდესაც საშუალება უნდა იყოს, რომ სამედიცინო პერსონალი შემოვიდეს, 10 დღის წინ ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში. ცუდად თუ ხარ, ე.ი.სამედიცინო პერსონალი ვეღარ შემოდის საკანში. ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ. მეორე, ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ყველამ იცის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის გონების დაკარგვის, გულყრის და ყველაფერ ამის, ღამის საათებში, ექიმი იმ საათებში აღარ არის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.