რატომ ვამბობთ ტელეფონზე საუბრის დროს „ალო-ს“ - ცოტამ თუ იცის, რა სიტყვას გვთავაზობდნენ მის სანაცვლოდ
1789239774
"წაყენებული ბრალი არის სამართლებრივი აბსურდი," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ბარამიძემ მისი საკმაოდ ხისტი განცხადება შემდგომში განმარტა.
"რაც შეეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას იაგო ხვიჩიასთან, ეს იყო საკმაოდ ხისტი განცხადება, რომელიც არავის არ მოეწონა, ამასთან დაკავშირებით მან ისაუბრა, ბოდიშიც მოიხადა და დააზუსტა, რომ ჩვენ, ანუ ქართულ მხარეს, არ ჰყავდა ტყვეები და თუ ტყვე არ გყავს, ვერც ვერავის ვერ მიაყენებ კედელთან და დახვრეტ. ეს არის აბსურდი," - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო. მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა გაიზიარა.
ბარამიძემ ქართველ სამხედროებს უარგუმენტოდ დააბრალა საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ომის დანაშაული. მან ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ტყვეებს ხვრეტდნენ.
ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ კამპანიას კოორდინირებულად აწარმოებს.