ზელენსკი: ჩვენ არ ვართ პანიკაში, ვართ ძალიან თანმიმდევრულები, რომ არ ვუპასუხოთ პროვოკაციას

zelenski

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. როგორც ზელენსკი ამბობს, ჩასვლის მიზეზი ის იყო, რომ  შეხვედრაზე უკრაინის ხმა გაჟღერებულიყო. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ CNN-ს გერმანიაში განუცხადა.

"მე ვარ პრეზიდენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორისა და მეგობრისთვის, რომ არ მოხდეს შეთანხმება ჩვენს ზურგს უკან. ჩვენ არ ვართ პანიკაში, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, რომ არ ვუპასუხოთ რაიმე პროვოკაციას," - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონფერენციის წევრები შესაძლო ფართომასშტაბიანი ომის შესახებ გააფრთხილა - "მოისმენს ჩემს ხმას მსოფლიო 2022 წელს?" - იკითხა მან.