„ციხეში ყოფნისას ბევრ რამეს გაიგებ, გამოხვალ, ხუთ წელში პენსიას აიღებ“ - სააკაშვილს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნეს.

ტექსტი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ექსპრეზიდენტს ლექსს ან სიმღერას უწერენ.

გთავაზობთ ლექსს უცვლელად:

„რა კარგად დაიწყე, რა ცუდად ამთავრებ,

რა უთხარ ცხოვრებას სამგლეს და სადათვეს.

არა და, ცოტა-ღა, იყო სულ საჭირო,

გვერდით დაგდგომოდა მრჩეველი საჩინო.

თუმც ისიც მაფიქრებს, მიჩნდება ეჭვები,

შენ „მე“-ს გადამკიდე, თუ დაუჯერებდი.

ერთი კი ცხადია, რა კარგად დაიწყე,

რამდენი ოცნება და საქმე აგვიწყე,

ყველაზე მთავარი, იუდა გაგვიგდე.

მერე უცაბედად, ვაშა, ტაშს მოება,

თავში აგივარდა შენც უსაზვღროება,

რამაც შენ დაგღუპა და ჩვენი დროებაც.

ეხ მიშა, ეხ მიშა, ვისღა დავაბრალო,

მაინც მეცოდები, თუმც რა გაქვს საბრალო,

(ციხეში ყოფნისას ბევრ რამეს გაიგებ,

გამოხვალ, ხუთ წელში პენსიას აიღებ.)

მანამდე, უფასოდ ჭამე და იცოხნე,

ღმერთსაც შეევედრე, იმ ხალხზეც ილოცე,

შავი რომ ჩააცვი, გაჩუქონ სიცოცხლე.

„ის ურჩევნია მამულსაო“, -გამიგონია,

გაასწრო მგონი, ორ-ორი ხომ, მათაც ჰყოლიათ“.