პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
გასულ დღეებში ვიხილეთ ფაქტობრივად დასტური იმისა, რაზეც საზოგადოებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკებოდით - 4 წლის წინ კონკრეტული ელჩები, ევრობიუროკრატები, სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები პირდაპირ გვეპატიჟებოდნენ ომის ქარცეცხლში და გვთავაზობდნენ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის სხვადასხვა სქემას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა, მეორე მხრივ კი - ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიმართ, მათ შორის სამხედრო აგრესიას.
„ელჩების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია. ეს უკავშირდება იმას, რომ ელჩებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ კეთილსინდისიერი ზრახვები და მიზნები და აქაც არის ნარატივი, რომ ჩვენი ქვეყანა გარკვეულ საზარბაზნე ხორცად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.