თორნიკე ჭეიშვილი: ერთ-ერთი მოტივი და არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ქართულ სამართლებრივ ბაზაში, არის, მათ შორის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა

თორნიკე ჭეიშვილი

 გარკვეული გლობალური, ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და რასაკვირველია, საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოტივი და არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ქართულ სამართლებრივ ბაზაში, რა თქმა უნდა, არის მათ შორის, სახელმწიფო ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა.

„გარკვეული გლობალური, ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და რასაკვირველია, საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა. მათ შორის, სამართლებრივ სივრცეში.

ერთ-ერთი მოტივი და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ქართულ სამართლებრივ ბაზაში, რა თქმა უნდა, არის მათ შორის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.