1740388324
წინააღმდეგობის სამი წელი, უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი - ვამაყობ უკრაინით! - ვოლოდიმირ ზელენსკი

წინააღმდეგობის სამი წელი. მადლიერების გამოხატვის სამი წელი. უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი. ვამაყობ უკრაინით! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ომის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც უკრაინას იცავს და მხარს უჭერს.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იცავს და მხარს უჭერს. ყველას ვინც მუშაობს უკრაინისთვის. დაე, მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის“, - წერს ზელენსკი.