სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა აღვადგინოთ, თაობები იმ იდეით უნდა გაიზარდონ, რომ სამშობლოს ემსახურონ და არ უღალატონ - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ კითხვა მაქვს, კანონიდან სამშობლოს ღალატის მუხლი რატომ ამოიღეს, სამშობლო არ მოეწონათ, თუ ღალატი გააქარწყლეს? – იცოდნენ, რომ ღალატში ჩაეთვლებოდათ ის, რასაც აპირებდნენ და ამიტომ ამოიღეს, – ამის შესახებ ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თაობები იმ იდეით უნდა გაიზარდონ, რომ სამშობლოს ემსახურონ და არ უღალატონ.

„ეს მუხლი უნდა აღვადგინოთ. თაობები იმ იდეით უნდა გაიზარდონ, რომ სამშობლოს ემსახურონ და არ უღალატონ. ხოლო, თუ უღალატებ, ამისთვის ქართულ საზოგადოებას შესაბამისი სანქციები აქვს დაწესებული. წესით, ამ ყველაფრის ახსნა არც უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ვინმეს თუ კითხვა აქვს, სამშობლოს ღალატი რატომ უნდა ისჯებოდეს, ეს მისი პრობლემა იქნება, ვინც კითხვას დასვამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

17 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან.