შალვა პაპუაშვილი: თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს

შალვა პაპუაშვილი

სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრების პირობებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს.

„ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყენოს თავი კომიკურ მდგომარეობაში, როდესაც ორუელისეული ფრაზის არ იყოს, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი, არ აქციონ რეალობად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.