ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის განახლებული კურსი გამოაქვეყნა
1783433865
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 07:00-დან 07:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, გოროვანი, წეროვანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მჭადიჯვარი, ჭილურტი, ებნისი, ლამოვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:40 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, ნავდარიანთკარი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.