როგორ ჟღერს ქართული ენა მათთვის, ვინც ქართული არ იცის, უნიკალური ექსპერიმენტი უნიკალური მეთოდით
1776145472
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები შედეგები და არსებული საჭიროებების საპასუხო სამომავლო ნაბიჯები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე.