1791143556
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველივე ტურში ვერ აირჩიეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე სენატორი ფლავიო ბოლსონარუ და ბრაზილიის გამოცდილი პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 98,69%-ის დათვლის შემდეგ ბოლსონარუმ 47,26% მიიღო, ლულამ კი 44,89%.
AP წერს, რომ ბრაზილიელი ამომრჩევლები ახალ პრეზიდენტს ძალადობის დონის ზრდისა და ქვეყნის საქმეებში აშშ-ის ჩარევის შიშის ფონზე ირჩევენ.
ლულა, „მშრომელთა პარტიის“ ლიდერი, მეოთხე ვადით არჩევას ცდილობს იმ ფონზე, როდესაც მთავრობას კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ დანაშაულებსა და პოლიციის ქმედებებზე რეაგირების გამო აკრიტიკებენ. მისი მეტოქე, ბოლსონარუ კი კორუფციის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ეჭვით გამოძიების ქვეშ იმყოფება.
ლულამ სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკური ზრდის კურსის გაგრძელების პირობა დადო და ეროვნულ სუვერენიტეტს უჭერს მხარს, სენატორი ბოლსონარუ კი კრიმინალთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას უწევს პროპაგანდას და პირობა დადო, რომ მიაღწევს მამის, ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს გათავისუფლებას, რომელიც ამჟამად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 27-წლიან სასჯელს იხდის.











