„წელიწად-ნახევარია ერთად ვართ...“ - ვინ არის ევა ბარბაქაძის შეყვარებული და რას ამბობს მასზე
1786479393
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელიც ასეთ რადიკალურ ზომას მიმართა.
კანონპროექტი ეროვნულმა ასამბლეამ და სენატმა უკვე დაამტკიცეს. ინიციატივას აქტიურად ემხრობა ემანუელ მაკრონი - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვაში ლიდერი ხდება.
დეპუტატების უმრავლესობა TikTok-ის, Snapchat-ისა და Instagram-ის მავნე გავლენებზე მიუთითებს. ოპონენტები კი პერსონალური მონაცემების გაჟონვისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებზე საუბრობენ.