რუსთავის შუალედურ არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი" მონაწილეობას არ მიიღებს

ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის რუსთავში მხარდაჭერას არ აპირებს.

ინაშვილის თქმითვე, მისი პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ათასჯერ შევხვედრირვარ ბადრი ჯაფარიძეს და არცერთ ამ შემთხვევაში ინტერესი თქვენი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ელჩებთან შეხვედრების ფორმატში, ვხვდებოდით ერთმანეთს როცა მიშელი სტუმრობდა საქართველოს. ასევე არის არასაჯარო შეხვედრები, სადაც დასამალი არაფერია.

ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსთავის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი" არ მიიღებს მონაწილეობას, არც „პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" არ მიიღებს მონაწილეობას და საერთო კანდიდატი არ გვეყოლება და არც არავის არ დავიჭერთ მხარს,"- აცხადებს ირმა ინაშვილი.