ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
დიდი ბრიტანეთის მცხოვრები სარა ჰოლის თქმით, ის მუდმივად კარგავდა გონებას ჭამის დროს და ექიმები მიზეზის დადგენას ვერ ახერხებდნენ. მისი ისტორია გამოცემა Need To Know-მა გაავრცელა.
ჰოლის თქმით, 48 წლის ასაკში უცნაური პრობლემა დაეწყო, საკვების მიღებისას გონებას კარგავდა. „ოჯახურ სადილებზე ჩემს ქმარს ყოველთვის ჩემ გვერდით უწევდა ჯდომა, იმ შემთხვევისთვის, თუ გონებას დავკარგავდი. ბავშვები კი ფიქრობდნენ, შევძლებდი თუ არა ჭამის დასრულებას ისე, რომ არ გავთიშულიყავი“, - იხსენებს ბრიტანელი ქალი.
საბოლოოდ, ქალს ჭამისა და სმის შიში განუვითარდა და ექიმებს მიმართა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მისი გული დღის განმავლობაში შესაძლოა 12-ჯერ გაჩერებულიყო და თითოეული გაჩერება ერთ წუთამდე გაგრძელებულიყო.
ბოლოს ჰოლს დაუდგინეს კარდიოინჰიბიტორული ყლაპვით გამოწვეული სინკოპე (გულის რეფლექსური რეაქციით გამოწვეული გონების დაკარგვა ყლაპვის დროს). ეს უკიდურესად იშვიათი დაავადებაა. მსოფლიოში მსგავსი შემთხვევების მხოლოდ დაახლოებით 150 შემთხვევაა აღწერილი.