ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა
„პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული” | ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი. მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.