პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიზაინერი და „მისტერ ვალენტინის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მასხულია აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ ძალადობასთან ლევან კვარაცხელია, იგივე რობერტო მავანია კავშირში.
კვარაცხელიამ წუხელ ფეისბუqლაივის მეშვეობით გამომწერებს მიმართა და მათი აზრით დაინტერესდა.
„თქვენგან მაინტერესებს, თქვენ თუ გჯერათ, რომ მე რამე კავშირში შეიძლება ვიყო მაგ ამბავთან? მე საერთოდ არაფერი ვიცი. ეგეთი საქციელი არ მჩვევია. ტიპი იძახის, რომ ეს მავანის გაკეთებულიაო. შეიძლება, რაღაც პროვოკაციაა, არ გამოვრიცხავ. ჩემი აზრი უფრო ისაა, რომ სიტუაციის გამოყენებაა. რაღაც მოუვიდა იქ, „გაძუყნეს“. მართლა არავის ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება არ მიხარია, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ფაქტს იყენებს. ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს. ვიდეოს შემოგთავაზებთ, შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ მართლა ასეა. მინდა, რომ ეს ფაქტი პოლიციამ დეტალურად გამოიძიოს.
გიორგი მასხულიას დედამაც დამირეკა, ჩემს შვილს და უქენიო.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.
ნახეთ ვიდეო