1751321445
პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურება

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიხურება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, არსებული გამოწვევების მიუხედავად, დეპუტატებმა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღეს.
„საგაზაფხულო სესია იყო საკმაოდ ნაყოფიერი და იყო რთული გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან. იმ ფონზე, როდესაც უკრაინას მხარს ვუჭერდით ძალიან ბევრი შიდა კანონპროექტები მივიღეთ, ასევე, შევუერთდით ძალიან ბევრ საერთაშორისო აქტს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.