დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას.
პრემიერის ცნობით, ყველა პრიორიტეტი მოკლე ვადებში განხორციელდება, რომელიც წევრობის სტატუსს საქართველოს მოუტანს.
„ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
This is indeed a historic day for 🇬🇪. @EUCouncil granted European Perspective to 🇬🇪 to become a member of the European Union. We are ready to implement all priorities in order to get the candidate status soon. Congrats to 🇺🇦 & 🇦🇩. Thanks @vonderleyen @CharlesMichel
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 23, 2022